დიდი ალბათობით, იტალიური “მილანი” მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის შემდეგ კვირაში დაემშვიდობება. Sport Mediaset-ის ცნობით, “როსონერის” ახალი თავკაცი ვეტერანი ჰოლანდიელი ფეხბურთელი კლარენს ზეედორფი გახდება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ზეედორფის დანიშვნა თავად “მილანის” პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის სურს. ჯერჯერობით, ჰოლანდიელი თავის პოზიციას არ აფიქსირებს, მაგრამ არც საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე საუბრობს.
მოგეხსენებათ, ზეედორფი ბრაზილიურ “ბოტაფოგოში” ასპარეზობს და სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს.