ცხინვალის “სპარტაკმა” ორი ახალი ფეხბურთელი დავით მეგრელიშვილი და სოსლან ნანიევი დაიმატა. ამის შესახებ “სპარტაკის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
მეგრელიშვილი 21 წლისაა და ამპლუით მარცხენაფლანგელია, განვლილ სეზონში ფოთის “კოლხეთში” თამაშობდა. მან “სპარტაკთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
მეკარე ნანიევი, 2012–2013 წლების სეზონში რუსეთის მე-2 ლიგაში ნოვოროსიისკის “ჩერმონორეცში” გამოდიოდა, რომლის რიგებშიც 6 მატჩი ჩაატარა. მანამდე, 23 წლის გოლკიპერი, ვლადიკავკაზის “ალანიასა” და სტავროპოლის “გაზპრომში” ირიცხებოდა. როგორც მეგრელიშვილი, ნანიევიც ცხინვალელთა რიგებში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.