ფეხბურთი

17:43 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკმა” თარგამაძის ყოფილ გუნდს, “ოლექსანდრიას” სძლია

თურქეთში, მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა ცხინვალის “სპარტაკმა“ ანთალიაში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ავსტრიულ “ბლაუ ვაისთან“ და ჩინურ “ჰანჯოუ გრინთაუნთან“ ტესტ-თამაშების შემდეგ, ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი უკრაინული პრემიერლიგიდან, პერშა (რიგით მეორე) ლიგაში დაქვეითებულ “ოლექსანდრიას“ გაეჯიბრა. ცნობისთვის, “ოლექსანდრია“ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის, დავით თარგამაძის ყოფილი გუნდია. ცხინვალის “სპარტაკის“ მსგავსად, ოლექსანდრიელებიც მთვარ ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვიან, მაგრამ ცხრილის ლიდერ “სპარტაკისგან“ განსხვავებით, პერშა ლიგაში, ამჟამად 41 ქულით მე-3 ადგილზე არიან და ლიდერს, მათე ღვინიანიძის “სევასტოპოლს“ 3 ქულით ჩამორჩებიან. “ოლექსანდრია“ ლეგიონერთა სიმრავლით არ გამოირჩევა და მხოლოდ ორი უცხოელი ჰყავს, ორივე სერბი - 26 წლის მცველი რადოშ პროტიჩი და 25 წლის ფორვარდი იან კრალიკი.

“ოლექსანდრიას“ სარეზერვო გუნდი დილით, რუსეთის მეორე დივიზიონის ცენტრალური ზონის, მე-11-ადგილოსან პენზის “ზენიტს“ გაეჯიბრა და 2:1 იმარჯვა. საღამოს კი “ოლექსანდრიას“ მთავარი გუნდი ცხინვალის “სპარტაკს“ ეთამაშა.

ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა თამაშით დაჯაბნა მოწინააღმდეგე და თითო ტაიმში თითო გოლით დაასაჩუქრა. მე-20 წუთზე ვარლამ კილასონიამ გახსნა ანგარიში. შესვენების შემდეგ კი გუნდის კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. იმავე კილასონიასა და შონიას დუბლის მითვლაც შეეძლოთ, გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდათ ზვიად მეტრეველსა და თორნიკე თუხარელს, მაგრამ, ანგარიში აღარ შეცვლილა. “სპარტაკს“ დიდი ანგარიშით მოგება შეეძლო, მაგრამ 2:0-ს დასჯერდა.

ცხინვალელებმა “ოლექსანდრიას“ წინაღმეგ ასეთი შმადგენლობით ითამაშეს.

ნადირაძე, ჭაფოძე, ქურდაძე, თვალვაძე, ლემონჯავა, თუხარელი, ხიზანეიშვილი, შონია (კაპ.), კილასონია, ბურძენაძე, მეტრეველი.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ზუხბაია, დარჩიევი, კაკაშვილი, ხადარცევი, მაქაცარია, ხარაზიშვილი, ნარიმანიძე, კაბისოვი, ხუბეჟოვი, მაქაცარია.

ანთალიურ შეკრებზე მყოფი “სპარტაკი“ დასკვნით ამანაგურ მატჩს კვირას, 17 თებერვალს ბულგარეთის მთავარ ლიგაში მოასპარეზე “მონტანასთან“ გამართავს. თამაშის დასრულების შემდეგ კი ცხინვალელები სამშობლოში გამოემგზავრებიან.

 

თეგებისპარტაკი
0.12071