ფეხბურთი

13:11 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკმა” სპარინგში “გაგრა” დაამარცხა

ახალი სეზონის დაწყებამდე ცხინვალის “სპარტაკმა” მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა პირველიგელ “გაგრასთან” და 3:1 გაიმარჯვა. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “სპარტაკის” პრესსამსახური იუწყება.

ცხინვალელთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ხაჩიძემ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ნადირაძე, შონია (კაპ.), ქურდაძე, მგელაძე, კ. ხიზანეიშვილი, თუხარელი, ბურძენაძე, თექთურმანიძე, კვეკვესკირი, დ. ნანიევი, ფანცხავა.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ჭაფოძე, კაკაშვილი, ჩაფიძე, კემუხტაშვილი, მეტრეველი.

გაგრელთა თავკაცის ზვიად ჯელაძის მიერ შერჩეული სასტარტო შემადგელობა ასე გამოიყურებოდა:

ბეგაშვილი, ზ. ქარდავა, ბ. ქარდავა, ი. ფიფია, ფალავანდიშვილი, ჟიშკარიანი, ჭკუასელი, ჯერემია, ოვონიკოკო, ცაცკრიალაშვილი, ჯუღელი.

მატჩის 37-ე წუთზე ანგარიში პენალტის ნიშნულიდან “გაგრაში” დაბრუნებულმა საქართველოს პასპორტიმ მქონე აბაიომი ოვონიკოკომ გახსნა. 44-ე წუთზე, თუხარელის პასით ბურძენაძემ თანაფარდობა აღადგინა. 55-ე წუთზე, თავი მეტრეველმა გამოიჩინა, რომელმაც შონიას გადაცემით იხეირა. მე-60 წუთზე მეტრეველმა ასისტენტობა ჩაფიძეს გაუწია და ამ უკანასკნელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12181