ფეხბურთი

22:33 | 6.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკმა” გიორგი ქინქლაძეს დაბადების დღე გამარჯვებით მიულოცა

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინათ, 90-იანი წლების ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქინქლაძე ცხინვალის “სპარტაკის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა. დღეს გიოს დაბადების დღე აქვს, 41 წლის გახდა და მისმა ფეხბურთელებმაც იუბილე დიდი ანგარიშით მოგებით მიულოცეს.  

 ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე საჩხერის "ჩიხურასთან" 1:0 მოგების შემდეგ, ახალი სეზონისთვის სამზადისში მყოფმა ცხინვალის "სპარტაკმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ცხინვალელები საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ თბილისის "ლოკომოტივს" საგურამოს ბაზაზე გაეჯიბრნენ. მატჩი, რომელსაც 3–4 ათეული ქომაგიც დაესწრო, სანახაობრივად მდიდარი გამოდგა. ამ შეხვედრაში გატანილი ოთხივე გოლი სპარტაკელებმა თითო ტაიმზე თანაბრად გადაანაწილეს.

სპარტაკელთა მთავარმა მწვრთნელმა კახი კაჭარავამ "ლოკომოტივთან" ორი შემადგენლობა და ჯამში 23 ფეხბურთელი ათამაშა. მათ შორის არაერთი ახალწვეული და დუბლებიდან დაწინაურებული ფეხბურთელი გახლდათ.

გასული სეზონის შემდეგ ცხინვალის "სპარტაკი" არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა. მათგან ზოგი, სხვა გუნდში გადავიდა, ზოგს საკონტრაქტო ვადა დაუმთავრდა, ზოგმა მათგანმა კი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა ცხინვალელთა კლუბი. კერძოდ, მცველებმა ლევან კაკუბავამ, ნიკა მგელაძემ, კონსტანტინე ხიზანეიშვილმა, უჩა ბურძენაძემ; ნახევარმცველებმა: გიორგი გაგნიძემ, ლაშა ჩაფიძემ, თეიმურაზ შონია, თორნიკე თუხარელმა, ვალიკო ტყემალაძემ, ლაშა პარუნაშვილმა; თავდამსხმელებმა: ზვიად მეტრეველმა, ირაკლი ეხვაიამ, და კონსტანტინე გაბაშვილმა.

გასულ სეზონში მოასპარეზეთაგან კლუბში დღეისათვის შემდეგი ფეხბურთელები არიან: მეკარეები: გიორგი ნადირაძე, სოსლან ნანიევი, შოთა გოგიაშვილი. მცველები: ლევან ჭაფოძე, გიგი იოსელიანი, დავით მაისაშვილი; ნახევარმცველები: გიორგი თექთურმანიძე, გიორგი ცერცვაძე, ლაშა კემუხტაშვილი; თავდამსხმელები: დავით გელაშვილი, ნიკა კაჭარავა, თამაზ მაქაცარია.

კახი კაჭარავამ დუბლებიდან დააწინაურა და მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს მცველი ილია შენგელია, რომელიც გასულ სეზონში დუბლშემადგენლობაში სტაბილურად ასპარეზობდა. უკვე გადაწყვეტილია ის, რომ ახალ სეზონს ცხინვალელთა გუნდში დაიწყებს გამოცდილი მცველი გივი კვარაცხელია. ამ და წინა ამხანაგური მატჩის მონაწილე სხვა ფეხბურთელების "სპარტაკში" დარჩენა–არდარჩენის საკითხი კი ამ დღეებში გადაწყდება. აღსანიშნავია ის, რომ "სპარტაკში" სინჯებზე კიდევ ერთი უცხოეთიდან ჩამოსული ფეხბურთელია გამოჩნდა, ნახევარმცველი ბათრაზ თედეევი მოსკოვის ერთ–ერთი საფებურთო აკადემიის აღზრდილია და ცხინვალელთა გუნდში ტესტებს გადის.

რაც შეეხება, "ლოკომოტივთან" მატჩს, ეს შეხვედრა "სპარტაკის" სრული უპირატესობით წარიმართა და ეს მატჩის საბოლოო შედეგშიც აისახა. ანგარიში გიორგი თექთურმანიძემშორეული ძლიერი დარტყმითა და ეფექტური გოლით გახსნა, 0:1. პირველი ტაიმის ბოლოს, იმავე თექურმანიძემ ნიკა კაჭარავა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და კაჭარავა–უმცროსმა ანგარიშში სხვაობა გააორმაგა, 0:2.

მეორე ტაიმში ცხინვალელთა მეორე შემადგენლობაც ორი გოლით გამოირჩა. მეორე 45 წუთში დუბლით გამოირჩა შემტევი გიორგი შინდაგორიძე. 70–ე წუთზე შინდაგორიძემ თავის მიერვე მოპოვებული პენალტი გოლად აქცია. 7 წუთის შემდეგ კი დავით გელაშვილმა შორეული გამოზომილი პასით შინდაგორიძე მასპინძელთა მეკარეს პირისპირ შეატოვა და მანაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

ლოკომოტივისპარტაკი 0:4 (0:2)

05.07.2014. ამხანაგური მატჩი.

საგურამო. "ლოკომოტივის" საწვრთნელი ბაზა.

გოლები: 0:1 . თექთურმანიძე (10), 0:2 . კაჭარავა (43. . თექთურმანიძის პასით), 0:3 . შინდაგორიძე (70. პენალტით), 0:4 . შინდაგორიძე (77. . გელაშვილის პასით)

ლოკომოტივი: . მიქავა, გაბაძე, ჭანტურია, სანდოხაძე, უბილავა, სულთანიშვილი, ყანჩაშვილი, გოროზია, გავაშელიშვილი, მზევაშვილი, ლუკავა.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: . საჯაია, კუხალაშვილი, კამლაძე, ვაშაკიძე, ქებაძე, კერძევაძე, ჩიტეიშვილი, კუსიანი, გუჯაბიძე, . კირკიტაძე, მაკასარაშვილი, წივწივაძე, დუმბაძე, არდაზაშვილი, ღვინაშვილი.

სპარტაკი (I ტაიმი): . ნანიევი, . ჭაფოძე, . მაისაშვილი, . კვარაცხელია, . იოსელიანი, . ცერცვაძე, გიორგი ხუბუა, . მახარობლიძე, . თექთურმანიძე, . ლექვთაძე, . კაჭარავა.

სპარტაკი (II ტაიმი): . ნადირაძე, . შენგელია, . კაჭკაჭიშვილი, . თედეევი, . სეფიაშვილი, . ქოჩლაძე, . მუმლაძე, . ფოცხვერია (67. . გელაშვილი), . ჯიშკარიანი, . შინდაგორიძე, . მაქაცარია.

არბიტრი: . ხუჭუა (სამტრედია)

0.119734