ფეხბურთი

23:51 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკმა” ბენდელას თასი მოგებით დაიწყო

„ბენდელას თასის“ 2011 წლის გათამაშების გამარჯვებულმა ცხინვალის „სპარტაკმა“ ზაზა ბენდელიანის სახელობის ტრადიციული, საერთაშორისო ტურნირი მოგებით დაიწყო. კახი კაჭარავას გუნდი პირველ ტურში „გაგრას“ დაუპირისპირდა. „ბენდელას“ სტადიონზე გამართული ეს მატჩი სწრაფ ტემპში წარიმართა...

პირველი ტაიმის თანაბარ ბრძოლაში წარმართულ პირველი მესამედის შემდეგ, “სპარტაკმა” უპირატესობა მოიპოვა და 25-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. თეიმურაზ შონიას მიერ დაწყებული შეტევა, ირაკლი ეხვაიამ კარგად გააგრძელა და გივი იოსელიანმა გოლით დააგვირგვინა.

შესვენებამდე ხიფათი ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმში გუნდებმა შეცვლებს მიმართეს, მაგრამ თამაში კვლავაც სპარტაკელთა უპირატესობით გაგრძელდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გაგრელებიც არ ყოფილან უქმად და ცხინვალელთა მეკარე გიორგი ნადირაძემ ორჯერ „მკვდარი ბურთი“ აიღო. მატჩის ბოლოს „სპარტაკმა“ მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერა და ამან შედეგიც გამოიღო. იოსელიანის მიერ მოპოვებული 11-მეტრიანი ცხინვალელთა გუნდის კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ გოლად აქცია და საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.

 

ზაზა ბენდელიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი. B ჯგუფი. I ტური.

22.01.2014 წ. თბილისი. „ბენდელა“. 70 მაყურებელი.  

სპარტაკი – გაგრა 2:0 (1:0) 

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, კაკუბავა, მაისაშვილი, კ. ხიზანეიშვილი, ჩაფიძე, შონია, ბურძენაძე, იოსელიანი, თექთურმანიძე, ეხვაია.

შეცვლაზე შევიდნენ: გაგნიძე, ნემსაძე, მუმლაძე, ჩახვაშვილი, რუხაძე, მაქაცარია, თეგიევი. 

მწვრთნელი: კახი კაჭარავა. 

გაგრა: რეჭია, ჭაბუკიანი, გადრანი, ხარაბაძე, ქარდავა, მოსიაშვილი, ნოზაძე, ღირდალაძე, ნიჟარაძე, ცაცკრიალაშვილი, კაკუბავა. 

შეცვლაზე შევიდნენ: დობორჯგინიძე, სიჭინავა, იზორია, გაბისკირია, მჭედლიშვილი, შაველაშვილი, ჯანჯღავა. 

მწვრთნელი: თენგიზ სიჭინავა. 

გოლები: 1:0 გ. იოსელიანი (25), 2:0 თ. შონია (87 პენ.). 

არბიტრი: თ. ხუჭუა (სამტრედია). 

ამავე ჯგუფში, პირველი ტურის მეორე მატჩში რუსთავის „მეტალურგმა“ სოხუმის „ცხუმს“ შინ 5:0 სძლია და 4 ქულით ჯგუფში გალიდერდა. მეორე ადგილზე კი 3 ქულით „სპარტაკია“. B ჯგუფის მეორე ტურში, 24 იანვარს „გაგრა“ „მეტალურგს“ უმასპინძლებს, „სპარტაკი“ კი „ბენდელას“ სტადიონზე „მარკ-სტარსს“ დაუხვდება.

„ბენდელას თასის“ გათამაშებაზე პირველი ტურის მატჩები სამივე ჯგუფში დასრულდა. A და ჩ ჯგუფებში გამართული მატჩების შედეგები ასეთია:

 

A ჯგუფი

„ალგეთი“ (მარნეული) – „საბურთალო“ – 3:2

„ვიტ ჯორჯია“ – „ყარადაღი“ (ბაქო, აზერბაიჯანი) – 3:1

 

C ჯგუფი

„ზესტაფონი“ – „ქუთაისი“ – 1:3

„ტორპედო“ (ქუთაისი) – „იმერეთი“ (ხონი) – 0:0 (4:3 პენალტებით)

 

“სპარტაკის” პრესსამსახურის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115679