ფეხბურთი

21:26 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკი” თურქეთში 4 მატჩს გამართავს

ცხინვალის „სპარტაკმა“ სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა. კახი კაჭარავას გუნდი მომზადების მეორე ეტაპს უკვე თურქეთში გაივლის. ცხინვალელები 30 იანვარს ანთალიაში გაემგზავრებიან, საიდანაც სამშობლოში 12 თებერვალს დაბრუნდებიან. შიდაქართლელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თურქეთის შეკრებისთვის 24 ფეხბურთელი შეარჩია, რომელთა შორის ახალწვეულებთან ერთად, ისეთებიც არიან, რომლებმაც მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში უმეტესად დუბლებში იასპარეზეს. ანთალიაში გასამგზავრებელ სპარტაკელთა ჩამონათვალი ასეთია:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე, სოსლან ნანიევი, შოთა გოგიაშვილი;

მცველები: ლევან ჭაფოძე, ნიკა მგელაძე, ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი, ლევან ქურდაძე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, ბაჩანა მოსაშვილი;

ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია, გიორგი თექთურმანიძე, ლაშა პარუნაშვილი, გივი იოსელიანი, გიორგი გაგნიძე, გიორგი ცერცვაძე, უჩა ბურძენაძე, ვაკო ტყემალაძე, ლაშა კემუხტაშვილი;

თავდამსხმელები: ზვიად მეტრეველი, ირაკლი ეხვაია, თორნიკე თუხარელი, ლაშა ჩაფიძე, თამაზ მაქაცარია.

„სპარტაკი“ ანთალიაში, ლარაში, სასტუმრო „რამადაში“ დაბინავდება. კაჭრავას გუნდი თურქეთში 4 საკონტროლო მატჩს გამართავს და ყველა სპარინგ–პარტნიორის ვინაობა უკვე ცნობილია. ცხინვალელები 4 თებერვალს რუმინული უმაღლესი ლიგის გუნდს, ბრაშოვის „კორონას“ ეთამაშებიან. 6 თებერვალს - სერბეთის მთავარი დივიზიონის „დონჟი სრემს,“ 8–ში - მაკედონიურ „რაბოტნიჩკის,“ 10 თებერვალს კი დასკვნით საკონტროლო მატჩს ჩინურ „გრინთაუნთან“ ჩაატარებენ.

0.116488