საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის მე-3 ტურში “რუსთავის” ცენტრალურ თავდამსხმელ დავით გუგავას (28.08.90, 204სმ) თამაში სათუოა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “რუსთავის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ მე-2 წრის მე-2 ტურში “ქუთაისი-2010”-ის წინააღმდეგ მატჩის მსვლელობის დროს გუგავამ მხოლოდ 25 წამი დაჰყო მოედანზე და ამის შემდეგ, მარცხენა ფეხის ჯოჭი იღრძო. აღნიშნული ტრავმის გამო, “სოხუმი”-“რუსთავის” შეხვედრაში გუგავას მონაწილეობა სათუოა.
13 თებერვლისათვის …9-გუნდიან ჩემპიონატში “რუსთავი” მე-7 ხოლო “სოხუმი” მე-5 ადგილზე იმყოფება.