კალათბურთი

19:59 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სოხუმი” მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა

 

დასრულდა 3X3 კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის კიევის ტური, რომელშიც თბილისის ტურის გამარჯვებულის, “სოხუმის” ჩათვლით ევროპის 16 გუნდი მონაწილეობდა.

კიევის ტურში 16 გუნდი 4 ოთხგუნდა ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს წარმომადგენელ “სოხუმთან” ერთად ჯგუფში თურქეთის, კიევისა და ლვოვის გუნდები მოხვდნენ. ქართველმა კალათბურთელებმა სამივე შეხვედრა მოიგეს და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. “სოხუმი” მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ სლოვენიის გუნდთან 3 ქულის სხვაობით დამარცხდა და ნახევარფინალის მიღმა დარჩა, სლოვენიამ ფინალში რუსეთის გუნდს მოუგო და კონტინენტის დასკვნით ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, რომელსაც 24-25 აგვისტოს პრაღა (ჩეხეთი) უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ “სოხუმის” შემადგენლობაში სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” 3 წევრი სერგო ათუაშვილი, ვახტანგ ქადარია, ირაკლი ჩლაიძე და ვეტერანი კალათბურთელი მიხეილ ფანჩულიძე იყვნენ.

 

0.111569