კალათბურთი

13:46 | 30.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სოხუმი” და “ოლიმპი” შესუსტებული შემადგენლობით იასპარეზებენ

 

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, სადაც “სოხუმი” ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ “ოლიმპს” მასპინძლობს, ორივე გუნდი შესუსტებული შემადგენლობით იასპარეზებს. ზღვისპირელებს გუნდის კაპიტანი, ფორვარდი ირაკლი ჩლაიძე (01.12.89, 198სმ) არ ეყოლებათ, რომელსაც ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული.

რაც შეეხება “ოლიმპს”, ვიცე-ჩემპიონს არც ამჯერად ეყოლება ცენტრალური თავდამსხმელი რიჩარდ მათიაშვილი (01.01.89, 209სმ), რომელიც 10 მატჩიან დისკვალიფიკაციას იხდის.


0.117024