“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” მეპატრონე მინდია გულუამ გამონახა თანხა მისი გუნდისთვის ბათუმში გასამგზავრებლად, სადაც “სოხუმი” საქართველოს თასის მე-12 გათამაშების ნახევარფინალში ადგილობრივ “ბათუმი-რსუს” დაუპირისპირდება. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
გულუა კალათბურთელებს მომავალი კვირიდან სახელფასო დავალიანების გადახდასაც დაპირდა.
შეგახსენებთ, რომ “სოხუმის” კალათბურთელებს ხელფასი ოთხი თვეა არ მიუღიათ.
საქართველოს თასის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური სერიის პირველ შეხვედრაში “სოხუმმა” “ბათუმი-რსუს” 23 ქულის სხვაობით – 109:86 მოუგო. ნახევარფინალური სერიის საგზურის მოსაპოვებლად “სოხუმს” წაგებაც აწყობს, ოღონდ 23 ქულაზე დიდი სხვაობით არ უნდა დამარცხდეს. თუ 23 ქულის სხვაობით დამარცხდა, გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნება და უპირატესობა ბურთების უკეთესი შეფარდების მქონე გუნდს მიენიჭება.