ფეხბურთი

3:20 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

„სოსიედადს“ სტუმრად მოგება ველამ გაახსენა

„რეალ სოსიედადს“ ლა ლიგის გასვლითი თამაში 2013 წლის დეკემბრის შემდეგ მოგებული არ ჰქონდა და ბასკებისთვის ეს წარუმატებელი სერია „მალაგასთან“ გამართულ შეხვედრაში შეწყდა. ანდალუსიაში გამართული მატჩის ბედი კარლოს ველამ გადაწყვიტა. მექსიკელმა თავდამსხმელმა, მე-10 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ხოსე ანხელის მიერ გაკეთებული გადაცემა გამოიყენა და დაახლოებით 10 მეტრიდან გაიტანა.

 

მალაგა-სოსიედადი 0:1 (0:1)

მალაგა, “ლა როზალედა

მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო, ანხელერი, კამაჩო, ფერეირა, ანტუნეში, დარდერი, ტისონე, პორტილიო (დუდა 46), იაკოვენკო (გარსია 62), ამრაბატი, ელ ჰამდაუი (სანტა კრუსი 71).

მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი.

სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო, ზალდუა, ანსოტეგი, ი. მარტინესი, ანხელი, ბერგარა, პარდო (გორკა 80), ველა, კანალესი (პრიეტო 63), გრიზმანი, სეფეროვიჩი (სურუტუსა 63).

მწვრთნელი: იაგობა არაზატე.

გოლი: 0:1 ველა (10).

გაფრთხილებები: ანტუნეში 39, ფერეირა 90, დუდა 90+3 .

მსაჯი: კარლოს დელ ჩერო გრანდე.

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 14 (5)-7 (3), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-5, ჯარიმა: 12-15.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113589