სან–სებასტიანის „სოსიედადის“ 15–მატჩიანი წაუგებელი სერია „ხეტაფემ“ შეწყვიტა. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 34–ე ტურში, ბასკებმა 3 ქულა დაუთმეს მეტოქეს და სატურნირო ცხრილში მე–4 ადგილი საფრთხის ქვეშ დააყენეს. სადღეისოდ, „სოსიედადს“ უახლოესი მდევარი „ვალენსია“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
მატჩი „სოსიედადისთვის“ კარგად დაიწყო, მაგრამ წარუმატებლად გაგრძელდა. უკვე მე–5 წუთზე, კარლოს ველამ ეფექტური თავური დარტყმით სან–სებასტიანელები დააწინაურა, მაგრამ მისმა გუნდმა ანგარიში დიდ ხანს ვერ შეინარჩუნა.
რამდენიმე წუთში, პედრო ლეონმა ისარგებლა ბასკი მცველის არაზუსტი გადაცემით და ძალზე ხელსაყრელ პოზიციაში დარჩენილმა, იოლად აიღო სტუმართა კარი – 1:1. პირველი ტაიმის მიწურულს, აბდელაზიზ ბარადამ მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა და როგორც შემდეგ გაირკვა, „ხეტაფეს“ 3 ქულა მოუტანა.
ხეტაფე – სოსიედადი 2:1 (2:1)
ხეტაფე: მოია, ვალერა, მანე, ლოპესი (ლოპო 85), ფერნანდესი, ბორხა (სარაბია 77), ლაფიტა, ლეონი, კასტრო, ლასენი, ბარადა (ტორესი 77).
მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა
სოსიედადი: ბრავო, გონსალესი, დე ლა ბელია, კ.მარტინესი (ესტრადა 83), ი.მარტინესი, სურუტუსა (იფრანი 76), ბერგარა, პარდო (კასტრო 67), გრიზმანი, აგირეჩე, ველა.
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე
გოლები: 0:1 ველა (4), 1:1 ლეონი (18), 2:1 ბარადა (39)
გაფრთხილებები: კასტრო (37), ბარადა (51), ფერნანდესი (60) – გრიზმანი (56), გონსალესი (64), ი.მარტინესი (90)
კარში დარტყმა: 10 (5) – 6 (4) ჯარიმა: 16 - 11 კუთხური: 5 - 8 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 45% - 55%