ფეხბურთი

15:16 | 14.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სოლდადოს ინგლისი და გერმანია ხიბლავს

ესპანური “ვალენსიას” ფორვარდმა რობერტო სოლდადომ Football Espana-სთან თავისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. “ღამურების” მეგოლე არ მალავს, რომ ინგლისის პრემიერლიგა და გერმანიის ბუნდესლიგა მისთვის ერთობ მომხიბვლელი ვარიანტებია.

“ვალენსიაში” ბედნიერი ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, კარს არცერთი კლუბის წარმომადგენელს დავუხურავ. ვხედავ, რომ ის ფეხბურთელები, რომელთაც ესპანეთი დატოვეს, თავიანთ გადაწყვეტილებას არ ნანობენ. პრემიერლიგა და ბუნდესლიგა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მიმზიდველი ვარიანტებია. “ატლეტიკო”? სასიამოვნოა, რომ მადრიდელები ჩემით დაინტერესდნენ. მინდა, ვისენტე დელ ბოსკე დავარწმუნო იმაში, რომ ესპანეთსაც ჰყავს ნამდვილი “ცხრიანი”, რომელსაც ყველა საჭირო უნარი აქვს”, - განაცხადა სოლდადომ.

ცნობისათვის, პრიმერას გასულ სეზონში, სოლდადომ 35 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი მიითვალა.

 

0.120317