თამაშგარე

10:34 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერის კრეატიული ცოლი

ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ვესლი სნეიდერის ცოლმა, მოდელმა იოლანდა ვან კასბერგენმა საკუთარი დანაზოგით, ჰოლანდიის ერთ-ერთ პატარა სოფელში მდებარე ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ნაგებობა, ძველი, ას წელზე მეტი ხნის წინ აგებული ქარის წისქვილი შეიძინა.

იოლანდა ირწმუნება, რომ ეს ქარის წისქვილი მას უახლოეს მომავალში ბლომად ფულს აშოვნინებს და არც იმას მალავს, თუ რა აქვს გადაწყვეტილი ძველ და ამორტიზებულ წისქვილთან დაკავშირებით.

ვესლი სნეიდერის ჭკვიან ცოლს ჭკუა როგორც ჩანს მხოლოდ ლამაზ ფეხებში არა აქვს და საკმაოდ კრეატიული ქალიც ჩანს. იოლანდას სურს, რომ ახლადნაყიდ წისქვილთან ახლოს სასტუმრო და რესტორანი გახსნას და ეს წისქვილი ერთგვარ ბრენდად იქნება გამოყენებული. ევროპელების სიძველებისადმი გიჟური სიყვარულის ამბავი კი ალბათ ყველას მოგეხსენებათ...

0.164096