ფეხბურთი

21:14 | 9.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერის გზა ხსნილია

 

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "გალათასარაის" ნახევარმცველ ვესლი სნეიდერს, თურქული კლუბის დატოვების შანსი აქვს, იმ შემთხვევაში თუ მსურველი კლუბი ჰოლანდიელში 20 მილიონს ევროს გადაიხდის. "ლომების" პრეზიდენტმა უნალ აისამ განაცხადა, რომ ფეხბურთელს კლუბიდან წასვლა შეუძლია.

"სნეიდერი? იგი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ჩვენ მისი შენარჩუნება გვინდა და თუ მივიღებთ 20 მილიონ ევროიან შეთავაზებას, უარზე ვიქნებით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი თავად სნეიდერი მოინდომებს ჩვენ დატოვებას, მას ხელს არ შევუშლით, რადგან ასეთი შეთანხმება გვაქვს." - განუცხადა აისამ ESPN-ს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში თურქულმა გრანდმა ჰოლანდიელი ფეხბურთელი მილანის "ინტერისგან" 7.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა და ახლა უკვე მის ტრანსფერში თითქმის სამმაგ ოდენობას ითხოვს. "გალათასარაის" მაისურით სნეიდერმა 58 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლთან ერთად 10 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

0.117888