საქართველოს ნაკრები სლოვენიის ეროვნულ გუნდს პირველ ტაიმში 26:15-ს უგებდა, რის შემდეგაც მასპინძელთა საოცარი იღბლიანობის (13 სამქულიანიდან 8 ჩააგდეს) და ცალკე მსაჯების მიკერძოებული ქმედებების გამო (სტუმართათვის ტექნიკური ფოლები არ ენანებათ), საწყისი ნახევარი 32:44 დათმო. ქართველთაგან 10 ქულით საუკეთესო რიკი ჰიკმანია, ვიქტორ სანიკიძემ 9 ქულა ჩააგდო, ხოლო გიორგი ცინცაძის და მანუჩარ მარკოიშვილის აქტივში 5-5 ქულაა.
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma