კალათბურთი

23:55 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენია ჯგუფის ლიდერია

მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერად სლოვენიის ეროვნული ნაკრები იქცა, რომელმაც მიჯრით მე-3 გამარჯვება სამხრეთ კორეის გუნდთან გაიფორმა – 89:72.

ევროპელები აშკარა ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და მართალია, პირველი ტაიმის მხოლოდ 2 ქულის სხვაობით მოიგეს, მე-2 ნახევრიდან საქმეს ხელი სერიოზულად მოჰკიდეს.

იურე ზდოვცის გუნდში წამყვან როლებზე ისევ ძმები დრაგიჩები იყვნენ. გორანმა 22 ქულა ჩააგდო, ზორანის მონაგარი კი 13 ქულა გახლდათ. გამოსარჩევია ომიჩის გარჯაც, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა – 13 ქულა, 11 მოხსნა.

სლოვენიელებმა მოხსნებში მეტოქე 40:34 დაჩაგრეს და 11 სამქულიანი ჩააგდეს, დაფარებებში კი აზიელებს 2:8 ჩამორჩნენ.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. D ჯგუფი. გრან კანარია

ს.კორეა – სლოვენია 72:89 (21:19, 18:21, 17:30, 16:19)

0.137224