კანადამ ოლიმპიურ თამაშებზე საერთო გუნდურ ჩათვლაში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. ქალთა შორის სლოუპსტაილში კანადელმა სპორტსმენებმა პოდიუმზე ორი საფეხური დაიკავეს. დარა ჰოუელი ჩემპიონი გახდა, კიმ ლამერმა კი მესამე ადგილი დაიკავა. ვერცხლის მედალს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წევრი დევინ ლოგანი დაეუფლა.
სლოუპსტაილი
ქალები
1 დარა ჰოუელი (კანადა) 94,20
2 დევინ ლოგანი (აშშ) 85,40
3 კიმ ლამერი (კანადა) 85,00