იტალიური მედიის ცნობით, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ მალე იპოვნა გუნდიდან წასული ანტონიო კონტეს შემცვლელი. ტურინელები უკვე ამთავრებენ მოლაპარაკებებს “მილანის” ყოფილ მწვრთნელთან. ხვალ მასიმილიანო ალეგრი ტურინში უნდა ჩავიდეს და ორწლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.
შეგახსენებთ, რომ ალეგრი “მილანიდან” წლეულს იანვარში დაითხოვეს. 2011 წელს მან “როსონერი” ჩემპიონი გახადა. მანმადე კი “კალიარიში,” “სასუოლოსა” და “გროსეტოში” მუშაობდა.