მადრიდის “რეალმა” ლონდონის “ტოტენჰემთან” გარეტ ბეილის ტრანსფერი შეათანხმა. ამის შესახებ Sky Italia იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, 24 წლის უელსელის სანაცვლოდ, მადრიდელები ლონდონელებს 93 მილიონ გირვანქა სტერლინგს (109 მილიონ ევროს) გადაუხდიან. თუკი ტრანსფერი შედგება, ბეილი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება. იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადება მხოლოდ დროის საკითხია.
აღებული ფულით, “ტოტენჰემი” რამდენიმე ძლიერ ფეხბურთელს შეიძენს. პირველი სამიზნე “ანჟის” ნახევარმცველი ვილიანია, მეორე – “რომას” შემტევი ერიკ ლამელა.