Sky Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “მილანის” ვიცე-პრეზიდენტს, ადრიანო გალიანის, რომელიც დაკავებულ თანამდებობას უახლოეს მომავალში დატოვებს, “როსონერის” ლეგენდა, პაოლო მალდინი შეცვლის.
გალიანიმ უკვე დაადასტურა, რომ რამდენიმე დღეში ის “მილანის” ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დატოვებს. როგორც ირკვევა, მილანური კლუბის ხელმძღვანელობას მისი შემცვლელი უკვე მოძებნილი ჰყავს. მართალია, მალდინის პსჟ-ს სპორტული დირექტორის პოსტს სთავაზობენ, მაგრამ გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, თუ ის პარიზში მუშაობას მშობლიურ კლუბში დაბრუნებას ამჯობინებს.