ფეხბურთი

19:37 | 14.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სკუადრა აძურას” ანტონიო კონტე გაწვრთნის

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იტალიის ფეხბურთის ფედერაციას შეუთანხმდა და ეროვნული ნაკრებს ჩაიბარებს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება. კონტე იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 4 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებს.

იტალიის ნაკრები თავკაცის გარეშე, მას მერე დარჩა, რაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე იტალია ჯგუფიდან ვერ გავიდა და ჩეზარე პრანდელიმ თანამდებობა დატოვა. მაშინ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც გადადგა.

 

0.115658