რიგის “სკონტოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კლიმიაშვილმა ლატვიის ვირსლიგის მეორე ტური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით გამოტოვა.
ლატვიური საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელის თამაზ პერტიას თქმით, იურმალას “სპარტაკსთან” მატჩში (2:1) კლიმიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ თამაშის დღეს ტემპერატურამ აუწია და ყელი სტკიოდა. ამის გამო, 25 წლის ნახევარმცველმა განვლილი მატჩი გამოტოვა.
კლიმიაშვილი “სკონტოში” შარშან ბოლნისის “სიონიდან” გადავიდა და 15 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.