ფეხბურთი

15:59 | 7.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარისთვის იოლი ჯგუფი არაა

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავკაცის ლუიშ ფელიპე სკოლარის აზრით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფში არცთუ იოლი მეტოქეები შეხვდათ.

“კარგია, რომ პირველ მატჩს ევროპულ ნაკრებთან ჩავატარებთ, რადგან მას აკლიმატიზაციის გავლა მოუწევს. იოლი ჯგუფი არაა. ჩვენ უნდა ვითამაშოთ და ქულები დავაგროვოთ. ხორვატია კარგ ფეხბურთს აჩვენებს, მიღწევები კამერუნსაც აქვს, ხოლო მექსიკასთან თამაში ყოველთვის რთულია” – ციტირებს სკოლარის Globoesporte.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130987