ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს ლუიშ ფელიპე სკოლარის სურს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში, მისი შეგირდები არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.
“არგენტინის გამო არ ვღელავ. იმედი მაქვს, რომ ფინალი ბრაზილიურ-არგენტინული იქნება და მასში ტექნიკურად ძალიან კარგად აღჭურვილი ფეხბურთელები ითამაშებენ. არგენტინის ნაადრევად გავარდნა არ მსურს. მინდა, რომ ამ გუნდმა საუკეთესო თამაში აჩვენოს, მაგრამ თუ წააგებს ეს ჩემი პრობლემა არაა. ჩემი პრობლემა ბრაზილიაა. ბრაზილია ფინალამდე უნდა გავიყვანო და ჩვენ გზაზე ვინც იქნება ყველა დავამარცხო” – იუწყება სკოლარის სიტყვებს ინტერნეტპორტალი Goal.com-ი.