ფეხბურთი

13:31 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარი: “ნეიმარი დღითიდღე იზრდება”

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ამხანაგურ მატჩში სამხრეთ აფრიკის ძლევის შემდეგ ნეიმარი შეაქო. პენტაკამპეონებმა 5:0 იმარჯვეს და “ბარსელონას” თავდამსხმელმა თავი ჰეთ-თრიქით გამოიჩინა.

“ნეიმარი დღითიდღე იზრდება – ციტირებს სკოლარის სიტყვებს A Bola – სასიამოვნოა, რომ ბოლო დროს აგორებული სკანდალის მიუხედავად, მშვიდად აგრძელებს მუშაობას და წინსვლას. საკლუბო დონეზე ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც კიდევ მოუმატებს. ნაკრებში კი საქმე სხვაგვარადაა. აქ მუშაობის განსხვავებული სტილია”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103813