ფეხბურთი

16:00 | 19.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარი მილანურ დერბის დაესწრება

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავკაცი ლუიშ ფელიპე სკოლარი “მილანისა” და “ინტერის” მატჩს დაესწრება. იტალიური პრესის ცნობით, ბრაზილიელი მილანურ დერბიში 31 წლის კაკას დააკვირდება და მისი მუნდიალზე წაყვანა-არწაყვანის საკითხს მეტწილად გადაწყვეტს.

კაკას “სელესაოს” რიგებში მარტის შემდეგ აღარ უთამაშია, მაგრამ “მილანში” გადასვლის შემდეგ, ნახევარმცველმა სათამაშო ფორმა გააუმჯობესა და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის იმედიც გაუჩნდა.

მოგეხსენებათ, წლეულს, მუნდიალი ბრაზილიაში ტარდება და კაკას სამშობლოში თამაში სურს. სკოლარი მზადაა, ძველ შეგირდს შანსი მისცეს.

 

0.12883