ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ კატალონური “ბარსელონას” ფორვარდებზე - არგენტინელ ლიონელ მესისა და ბრაზილიელ ნეიმარზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
“ვფიქრობ, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც იქნება, ყოველ შემთხვევაში, დაახლოებით ეს პერიოდი. ის არა მხოლოდ გუნდზე თამაშობს, არამედ ფლობს საოცარ ინდივიდუალურ ოსტატობას. მას შეუძლია თამაშის ბედი მარტომ გადაწყვიტოს.
ნეიმარს “ბარსელონაში” შეეძლება სრულად წარმოაჩინოს საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობები და რაღაც-რაღაცეები ისწავლოს მესისგან. მისი პირველი წელიწადი ესპანეთში იქნება სწავლების და ადაპტაციისა ახალი ტაქტიკური სქემის მიმართ. ბრაზილიაში ტაქტიკაზე იმდენს არ ვფიქრობთ, რამდენსაც ევროპაში და ნეიმარს ამასთან შეგუება მოუწევს. ნეიმარს შეუძლია ისწავლოს და პრიმერაში და ჩემპიონთა ლიგაზე იმაზე მაღალ დონეზე ითამაშებს, ვიდრე ბრაზილიაში” – დარწმუნებულია სკოლარი.
ნეიმარის დებიუტი ესპანეთის ჩემპიონატში სავარაუდოდ 18 აგვისტოს, “ლევანტეს” წინააღმდეგ შედგება.