ფეხბურთი

18:29 | 23.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარი: “ბრაზილია მუნდიალის აშკარა ფავორიტი არაა”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავკაც ლუის ფელიპე სკოლარის მიაჩნია, რომ მისი გუნდი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის გამოკვეთილი ფავორიტი არაა. მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონთა დამრიგებელმა იმ ნაკრებთა შესახებ ისაუბრა, რომელთაც უახლოეს მუნდიალზე წარმატების მეტი შანსი ექნებათ.

“გერმანიასა და იტალიას უკვე კარგად ორგანიზებული და განახლებული გუნდები ჰყავთ. ტრადიციულად, კარგ ფეხბურთს აჩვენებენ არგენტინელებიც. ეს ნაკრებები სხვებზე მაღალ დონეზე არიან. ესპანეთი? ამ გუნდის ფეხბურთელები დიდი ხანია, ერთად თამაშობენ, მაგრამ ვნახოთ, როგორ ფორმაში იქნებიან საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ. მაღალ დონეზეა ჰოლანდიის ნაკრებიც. გარდა ამისა, რთული იქნება რუსებთან დაპირისპირება. ფავორიტია თუ არა ბრაზილია? არა, ნამდვილად არა. ჩვენ ისეთივე ფავორიტები ვართ, როგორიც ყველა დანარჩენი. ჯერჯერობით, არ ვიცით, როგორ ფეხბურთს ვითამაშებთ მუნდიალზე”, - განუცხადა სკოლარიმ Football Italia-ს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი ბრაზილიაში ჩატარდება. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112227