UEFA-ს პრეზიდენტის, მიშელ პლატინის განცხადებით, ფინანსურ ფეირ პლეისთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შემდეგ, ევროტურნირებზე დისკვალიფიკაციას არცერთი გუნდი არ მიიღებს.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო რამდენიმე ათეული გუნდის ტრანსფერებს სწავლობს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის შედიან “პარი სენ ჟერმენი” და “მანჩესტერ სიტი”.
“პირველ გადაწყვეტილებას მაისის დასაწყისში გავახმოვანებთ. ალბათ გეწყინებთ, თუ გეტყვით, რომ სისხლსა და ცრემლებს არ უნდა ელოდოთ. სასჯელი მკაცრი იქნება, მაგრამ დისკვალიფიკაციას არაცერთი გუნდი არ მიიღებს.” – ციტირებს პლატინის სიტყვებს Le Parisien-ი.