ფეხბურთი

18:07 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტის” კომპანი დაუბრუნდა

“მანჩესტერ სიტის” კაპიტანი ვენსან კომპანი სრულად გამოჯანმრთელდა და ლაზარეთიდან გამოეწერა.

ბელგიელი ცენტრალური მცველი თითქმის 2 თვეა უთამაშებელია. მან ტრავმა 5 ოქტომბერს, “ევერტონთან” გამართულ დაპირისპირებაში მიიღო.

BBC-ს ცნობით, კომპანიმ ტრავმა სრულად მოირჩინა და გუნდის დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობაც მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ის ოთხშაბათს, “პლზენის” წინააღმდეგ.

0.11607