ლონდონის “არსენალისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ პატრიკ ვიეირას “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდული გუნდი ჩააბარეს. კლუბის პრესსამსახურის მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 36 წლის ვიეირამ, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში “სიტის” განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა, ახალ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.
აქამდე მანჩესტერელთა ახალგაზრდულ გუნდს იტალიელი ატილიო ლომბარდო წვრთნიდა, რომელმაც თანამდებობა ერთი კვირის წინ დატოვა.