ფეხბურთი

13:20 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტიმ” ტევესი 15 მილიონად შეაფასა

ინგლისური “მანჩესტერ სიტი” თავდამსხმელ კარლოს ტევესს 15 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.

რამდენადაც ცნობილია, 29 წლის არგენტინელისადმი სერიოზულ ინტერესს იჩენს ტურინის “იუვენტუსი”, მაგრამ იტალიელები მხოლოდ 12 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად. თუკი ტევესი “იუვენტუსში” აღმოჩნდება, წლიური ხელფასი 5.5 მილიონი ევრო ექნება.

შეგახსენებთ, რომ ტევესის გადაბირება “მილანსაც” სურს. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116926