ფეხბურთი

17:56 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტიმ” ნასტასიჩი ტრანსფერზე დააყენა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ცენტრალური მცველი მატია ნასტასიჩი მიმდინარე ზაფხულში კლუბს დატოვებს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, მანჩესტერელების მიერ 21 წლის ელიაკიმ მანგალას შეძენის შემდეგ, სერბი ფეხბურთელი ჩილელი სპეციალისტის გეგმებში აღარ შედის. ნასტასიჩთან განშორების სურვილს ისიც ადასტურებს, რომ კვირას “ნიუკასლთან” მოგებულ (2:0) მატჩში, ბალკანელი მცველი 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა.

გარდა ამისა, პელეგრინიმ აღნიშნა, რომ “სიტიში” მიკა რიჩარდსი, სკოტ სინკლერი და ჯონ გვიდეტი ზედმეტი არიან. ნასტასიჩის მსგავსად, კლუბის ხელმძღვანელობამ ისინიც ტრანსფერზე დააყენა.

0.1186