“მანჩესტერ სიტის” კაპიტანმა, ვენსან კომპანიმ კლუბთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კომპანი “სიტიში” 2008 წლიდან თამაშობს. “ქალაქელების” მაისურით მან 244 თამაში ჩაატარა. 28 წლის ფეხბურთელი გუნდს 2011 წლიდან კაპიტნობს.
კომპანი “სიტის” უკვე მე-4 ფეხბურთელია, რომელმაც ახალი სეზონის წინ კონტრაქტი გაახანგრძლივა. აქამდე ეს კოლაროვმა, ნასრიმ და სილვამ გააკეთეს.