ფეხბურთი

13:23 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტიმ” დემიკელისის ტრანსფერი შეათანხმა

მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელი მცველი მარტინ დემიკელისი უახლოეს პერიოდში ინგლისის “მანჩესტერ სიტის” შეუერთდება.

“ქალაქელები” დაცვის ცენტრში სერიოზულ საკადრო პრობლემებს განიცდიან და ამ დანაკლისის შევსებას სწორედ 32 წლის არგენტინელის შეძენით გეგმავენ.

Goal.com-ის ინფორმაციით, მხარეებმა ცოტა ხნის შეხვედრა გამართეს და მოლაპარაკების პროცესში ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებასაც მიაღწიეს.

დემიკელისი “ატლეტიკოში” “მალაგადან” ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, ახლა კი, “სიტი” მის შესაძენად მადრიდელებს 4,1 მილიონ ევროს გადაუხდის. კიდევ 600 ათასს ესპანელები ბონუსის სახით მიიღებენ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114476