ფეხბურთი

19:39 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” პეპესთვის ბრძოლას წყვეტს

ინგლისური პრესის ცნობით, “მანჩესტერ სიტი” მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მცველის, პეპესთვის ბრძოლას წყვეტს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, “ქალაქელთა” სპორტულ დირექტორს, ჩიკი ბეგირისტაინს 30 წლის ცენტრალური მცველის გადაბირება ჰქონდა დავალებული. “სიტის” სამწვრთნელო შტაბში პორტუგალიელში კოლო ტურეს შემცვლელს ხედავდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანჩესტერელები “რეალის” 3 ნომერში 30 მილიონის გადახდას აპირებდნენ.

The Telegraph-ის ცნობით, პეპეს “სიტიში” გადასვლა მას შემდეგ გახდა შეუძლებელი, რაც “რეალი” კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა. ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა პორტუგალიელის ტრანსფერს ვეტო დაადო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113973