ფეხბურთი

14:58 | 26.01.2014 | ნანახია 964 - ჯერ

“სიტი” მატუიდს 10 მილიონს სთავაზობს

ფრანგული პსჟ-ს ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდმა, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგის “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელოს.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი, პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელსაც ვადა 2014 წლის ზაფხულში გასდის, ჯერჯერობით არ აპირებს. L’Equipe-ს ინფორმაციით, მომავალში თავისუფალი აგენტის ხელში ჩასაგდებად, ყველაზე მეტად “სიტი” იბრძოლებს და სოლიდური თანხის გადახდასაც არ მოერიდება.

“ქალაქელები” მატუიდს, კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ, 10 მილიონ ევროს სთავაზობენ და დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ თანხამ, ფეხბურთელს “ეტიჰადზე” გადასვლა გადააწყვეტინოს. საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში, მატუიდმა 3 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:01 | 26.01.2014
francuza-!- (1372)

ნომერი პირველი საყრდენი

16:18 | 26.01.2014
Rivaldo_Fan (3805)

silva

2 დღის წინ გავრცელდა შემოსავლები ტოპ 10 გუნდის. სიტის შემოსავალი იყო 316 მილიონი და მილანის 263...სიტის შემოსავალი 50 მილიონით მეტია მილანის შემოსავალზე და სახელფასო ფონდსა და ტრანსფერებში დახარჯულ ფულებს შორს შორის სხვაობა კიდე გაცილებით მეტია ვიდრე 50 მილიონი...ამიტო ვამბობ რო შეუძლებელია იმ მიდგომით რაც სიტის აქვს ის წესები დაიცვას რასაც უეფა ადგენს...

16:06 | 26.01.2014
ბარსა La Albiceleste (5560)

ვაა 2 პარაზიტი ერთმანეთს დაეჯახააა ))))

16:06 | 26.01.2014
critic (495)

“ბარსას” მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივების დაჩქარება უნდა -stripslashes((strlen('http://gefc.ge/main/2308-messis-contract.html')>0?' http://gefc.ge/main/2308-messis-contract.html':' http://gefc.ge/main/2308-messis-contract.html'))

15:54 | 26.01.2014
super (8) (1364)

პსჟ ეს გაჭურდიბა მაგ ფულის გადახდაა რო არ გაუშვან

15:40 | 26.01.2014
chamilo (33560)

silva წელიწადში შედის ნახევარი მილიარდი მარტო მაგ ავიახაზებიდან და სხვა შემოსავალი კიდე წლიური აქვს სიტის ესეგი ტელე ტრანსლაცია,ლიგაზე მოხვედრა,ანუ 600 მილიონამდე ადის შენი თქმით წელიწადში სიტი?

15:51 | 26.01.2014
silva (3725)

წელიწადში არა.სულ ამ ავიახაზებთან დადებული ხელშეკრულებიდან 10 წლამდე ვადით არის და 700-800 მილიონამდე შესზდის სულ ანუ წელიწადში 100 თითქმის მილიონი მარტო აქედან შესდის.პლიუს ტელეტრანსლიაცია თან პრემიერლიგაში რაც უფრო მაღალ ადგილს იკავებ უფრო ძვირი ღირს შენი თამაშების ჩვენება,პლიუს ბილეთები,ეხლა ლიგიდანაც გაეზრდება შემოსავლები თან ბარსას თუ გაცდა ხომ საერთოდ.შენი აზრით ტევესი ბალო და კოლო ტურე რატომ გაუშვეს?იმიტომ რომ ძალიან დიდი ხელფასები ქონდათ.ტევესი რასაც იღებდა იმდენს იოვეტიჩი ნეგრედო და ნავასი იღებს.ანუ სახელფასო ფონდის რესტრუკტურიზაცია დაწყებულია.სორიანო და ბეგისტრაინი ძალიან მაგარი მენეჯერები არიან ბარსას წარმატებაში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი

15:57 | 26.01.2014
chamilo (33560)

ტელე ტრანსლაციაზე ვიცი მაგრამ ავიახაზები რას უხდიდა არ ვიცოდი,სწორი არის ეგეტი ნაბიჯი რადგან დიდი სახელფასო ფონდი ჰქონდა სიტის და შემოსავალსაც აჭარბებდა და ამ ახალი კანონით გაკოტრდებოდა გუნდი წლების შემდეგ,ეგ საფრთხე ემუქრება ეხლა პსჟ მგონი 300 მილიონამდე აქვთ გასავალი და შემოსავალი ბევრად დაბალია და მალე როცა კანონი ამოქმედდება ძან გაუჭირდებათ ძან ბევრი სპონსორი თუ არ იპოვნეს რადგან ძან დიდზე იბეგრება კიდე ი ხელფასები

16:03 | 26.01.2014
silva (3725)

ხო სიტის და პსჟ ნაირ გუნდში რომ დებენ ინვესტიციას თავიდან ვარსკლავების ყიდვა ძალიან ძნელია და იძულებული ხარ ასტრონომიური ხელფასები დაუნიშნო.სიტის ხელმძღვანელობა გათვალა ეს და ავიახაზები ჩართო საქმეში.ამ კონტრაკტს დიდი გამოხმაურება მოყვა პირველი ბარიგა ვენგერმა გაასაჩივრა თვალთმაქცური გარიგებააოDDობიექტურად ეგრეც არის მაგრამ რაც მთავარია კანონს არ არღვევს

15:33 | 26.01.2014
silva (3725)

ვა ეს მაგარი იქნება 10 მილიონად მატუიდი ნაჩუქარია.გარსიას და როდველს გაუშვებენ

17:02 | 26.01.2014
francuza-!- (1372)

10 მილიონი ხელფასი იქნება მატუიდის სატრანსფერო ღირებულება კიარა

15:18 | 26.01.2014
Rivaldo_Fan (3805)

ეს ფინანსური ფეარპლეი როდის შემოდის ნეტა, თუ პროსტა მოგონილი თემაა და გვაბოლებენ...მატუიდს რო 10 მილიონს დაუნიშნავ ხელფასს კარგი რააა, საიდან ამხელა შემოსავლები მანჩესტერ სიტის...

15:37 | 26.01.2014
silva (3725)

სიტის არ აქვს შემოსავლები და მილანს აქვს?DDჯერ ერთი პრერმიერლიგა მოიგო და შარშან მეორეზე გავიდა მეორეც არაბულ ავიახაზები(რომელის შეიხ მანსურის ბიძაშვილისაა)არის ოფიციალური სპონსორი 10 წლიანი ხელშეკრულება აქვთ და ნახევარ მილიარდზე მეტი შეზდის მარტო აქედან.ასე რომ ვისაც იმის იმედი გაქვთ რომ სიტი ფეირპლეის ფეხს ვერ აუბამსო ძალიან ცდებით ამაზე უკვე იფიქრეს არაბმა შეიხებმა და მოგვარებულია ყველა პრობლემა)))

15:32 | 26.01.2014
slash (4728)

შემოსულია და გაფრთხილებას აძლევენ, რავი ალბათ გონიათ რომ შერცხვებათ და აღარ იზამენ. თუ რამე ანღდად უნდათ მისცენ დისკვალიფიკაცია ევროტურნირებზე და დამთავრებული ამბავია. სიტყვაზე წაგება არ უნდ აიყოს 50 მილ. მეტი ესე დაიწყონ და მერე მივლენ გონივრულ შედეგამდე

15:08 | 26.01.2014
slash (4728)

აი ეს რაღად უნდა ? წამოვიდეს მილანში

15:08 | 26.01.2014
Shevche (15054)

,,მატუიდს" არა, ,,მატუიდის".

0.121204