“მანჩესტერ სიტი” მადრიდის “რეალის” მეკარის – იკერ კასილიასის შეძენის იმედს არ კარგავს. AS-ის ცნობით, “ქალაქელები” ჯო ჰარტის თამაშით უკმაყოფილონი არიან და მის შემცვლელად ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანს განიხილავენ.
საგულისხმოა, რომ “სიტი” კასილიასის ტრანსფერზე ზაფხულშიც მუშაობდა, მაგრამ მადრიდელთა დაყოლიება ვერ მოახერხა. მოსალოდნელია, რომ ინგლისელები ესპანელებს მორიგი წინადადებით იანვარში მიმართავენ.
ცნობისათვის, კასილიასი “რეალის” პირველ გუნდში 15 წელიწადია თამაშობს და მის ანგარიშზე 658 მატჩია.