მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ სიტი” “მილანის” ახალგაზრდა ფორვარდის – სტეფან ელ შაარავის შეძენას აღარ ეცდება. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “ქალაქელები” იტალიელისთვის ბრძოლას საბოლოოდ გამოეთიშნენ. სადღეისოდ, მანჩესტერელთა მთავარი სატრანსფერო სამიზნე “მალაგას” ვარსკვლავი ისკოა.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინათ, “სიტიმ” “მილანს” ელ შაარავის სანაცვლოდ კარლოს ტევესი და 40 მილიონი ევრო შესთავაზა.