ფეხბურთი

16:32 | 5.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” და “რომა” ოსვალდოზე შეთანხმდნენ

იტალიური “რომა” და ინგლისური “მანჩესტერ სიტი” პაბლო ოსვალდოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. Corriere dello Sport-ის ცნობით, გარიგება ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მანჩესტერელები 27 წლის ფორვარდის სანაცვლოდ რომაელებს 20 მილიონ ევროს გადაუხდიან. ოსვალდოს პირადი კონტრაქტის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

ცნობისათვის, გასულ სეზონში, ოსვალდომ “რომას” მაისურით 29 მატჩი ჩაატარა და 16-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112911