ფეხბურთი

14:55 | 25.04.2014 | ნანახია 786 - ჯერ

“სიტი” ბლანის კანდიდატურას განიხილავს

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა ფრანგული პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლორან ბლანით დაინტერესდა.

Le Parisien-ის ინფორმაციით, ჩემპიონობის ვერმოპოვების შემთხვევაში, ინგლისური კლუბი შესაძლოა მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინის დაშორდეს. ამის ალბათობა ძალიან დიდია, რადგან მანჩესტერელები უკვე დაემშვიდობნენ ჩემპიონთა ლიგას და ინგლისის თასს, პრემიერლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე კი, “ლივერპულს” 6 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა, ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

“სიტის” ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო მოლაპარაკების პროცესი ბლანის აგენტ ჟან-პიერ ბერნესთან, რომელიც ამავდროულად, მათი გუნდის ნახევარმცველ სამირ ნასრის აგენტიცაა. 48 წლის სპეციალისტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პარიზში ყველაფრით კმაყოფილია და კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:46 | 25.04.2014
Irakli Pirvelashvili (604)

ესენი რავა ყოველ წელს ეძებენნნნნნნ

15:46 | 25.04.2014
fero (15151)

ვინ მოუხდება სიტის? მახარაძე მანიუში! კაჭარავა ბარსაში! ფილია რეალში! აკობია მილანში! და აქ?!

15:35 | 25.04.2014
GOVEN (4940)

ცოტა ადრე წაეთრიათ! მენეზს არ დაალპობდა ზამენაზე ამის ძალათ ფროფესორი ჯიში ****!!

15:01 | 25.04.2014
geomadridista (2311)

რაო პელეგრინი აღარ უნდათ?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125552
სარეკლამო ადგილი - 99
X x X