როგორც “მსოფლიო სპორტმა” უკვე გაუწყათ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე როს ბარკლია.
მანჩესტერელები ჯერ-ჯერობით არ გეგმავენ ტურეს გაყიდვას, მაგრამ უკვე ეძებენ ფეხბურთელს, რომელიც მომავალში კოტდივუარელ ნახევარმცველს ჩაანაცვლებს.
Manchester Evening News-ის ინფორმაციით, ამ მხრივ მანჩესტერელთა ერთ-ერთი ფავორიტი “ევერტონის” ახალგაზრდა ფეხბურთელი როს ბარკლია. მის გარდა, “სიტიში” პოლ პოგბას ვარიანტსაც განიხილავენ, მაგრამ ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ “იუვენტუსი” ძალიან დიდ თანხას ითხოვს. შესაბამისად, ბარკლის საკითხი უფრო აქტუალურია.
გასულ სეზონში ბარკლიმ პრემიერლიგის 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ექვსი გოლის გარდა, ორი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა.
ლევან გოგოტიშვილი