ფეხბურთი

22:05 | 17.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

სისხლის სურნელი…

ლიგის თასი პრესტიჟული ტურნირია, მაგრამ არც იმდენად, რომ მისი გულისთვის ასე შერცხვე. ნამდვილად არ ეკადრება ლაუდრუპის სიმპათიურ გუნდს ასეთი თამაში. შესაძლოა, “გედები” ფიქრობდნენ, რომ ევროპის ლიგაზე “ზენიტთან” წაგების შემდეგ “ლივერპული” საბოლოოდ გატყდებოდა. “წითლებს” ხომ მანამდეც პრემიერლიგაში სამ ტურში ვერ მოეგოთ. მაგრამ შეცდნენ. მერსისაიდელებმა სისიხლის სურნელი იგრძნეს და ისეთი ამბავი აყარეს სტუმრებს, ცოტა ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, ტაბლოზე ორნიშნა ანგარიში აინთებოდა. ახლა ამ საშინელებათა ფილმის “ცოდვას” ლაუდრუპი თასის მოგებით თუ გამოისყიდის.
გოლები? გოლები ყველა გემოვნების ქომაგს დააკმაყოფილებდა. ახალშენაძენმა, 20 წლის ბრაზილიელმა კოუტინიომ პირველად გაიტანა “წითელი” მაისურით, სუარესმა მე-18 ბურთი შეაგდო წლევანდელ პრემიერლიგაში და მთავარმეგოლეებში მანჩესტერელ ვან პერსის ერთითღა ჩამორჩება. ორი პენალტი დაინიშნა, ერთი კაპიტანმა ჯერარდმა, მეორე კი ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა სტარიჯმა გაიტანეს, ერთიც და ყველაზე ლამაზი - მრავალსვლიანი ულამაზესი კომბინაციის შემდეგ ესპანელმა ხოსე ენრიკემ.   
“ყოველთვის გავიმეორებ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, სანამ მათემატიკური შანსი არსებობს. მაგალითად, ბოლო 12 მატჩიდან ათს მოვიგებთ და ოთხეულში მოვხვდებით. სანამ შანსია, ოპტიმიზმი არ უნდა დავკარგოთ” – ეს სიტყვები “ლივერპულის” თავკაცმა ბრენდან როჯერსმა თქვა მატჩამდე. დღეს მოიგეს და ვნახოთ...…


ლივერპული – სუონსი 5:0 (1:0)
ლივერპული. “ენფილდი.” 44 832
ლივერპული: რეინა, კარაგერი, ჯონსონი, აგერი, ხოსე ენრიკე, დაუნინგი, ჯერარდი, ლუკას ლეივა (ალენი 72), ფილიპე კოუტინიო (ჰენდერსონი 60), სუარესი (ბორინი 78), სტარიჯი
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
სუონსი: ვორმი, ტიენდალი, მონკი, ბერტლი, დევისი, დე გუზმანი, ოგუსტენი, ლამა (რუტლიჯი 64), ბრიტონი, პაბლო ერნანდესი (დაიერი 76), შეხტერი (ანხელ რანხელი 82)
მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი
გოლები: 1:0 ჯერარდი (პენ,34), 2:0 ფილიპე კოუტინიო (46), 3:0 ხოსე ენრიკე (50), 4:0 სუარესი (56), 5:0 სტარიჯი (პენ, 71)
გაფრთხილება: პაბლო ერნანდესი (76)
მსაჯი: ჰოვარდ უები
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 20(14)-2(1), ჯარიმა: 5-8, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-6,  კუთხური: 10-1

27-ე ტურის დანარჩენი მატჩები:
23 თებერვალი:
 ფულემი – სტოკი, არსენალი – ასტონ ვილა, ნორვიჩი – ევერტონი, ქპრ – მანჩესტერი, რედინგი – უიგანი, ვესტ ბრომვიჩი – სანდერლენდი
24 თებერვალი: სიტი – ჩელსი, ნიუკასლი – საუთჰემპტონი
25 თებერვალი: ვესტ ჰემი - ტოტენჰემი
ბომბარდირები:
19 – რობინ ვან პერსი (1, “მანჩესტერი”)
18 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
15 – მიჩუ (“სუონსი”)

 

1. მანჩესტერი 26 21 2 3 62:31 65
2. სიტი 26 15 8 3 48:24 53
3. ჩელსი 26 14 7 5 55:28 49
4. ტოტენჰემი 26 14 6 6 44:30 48
5. არსენალი 26 12 8 6 50:29 44
6. ევერტონი 26 10 12 4 40:32 42
7. ლივერპული 27 10 9 8 49:34 39
8. სუონსი 27 9 10 8 38:34 37
9. ვესტ ბრომი 26 11 4 11 36:35 37
10. სტოკი 26 7 12 7 26:31 33
11. ვესტ ჰემი 26 8 6 12 29:38 30
12. ფულემი 26 7 8 11 36:42 29
13. სანდერლენდი 26 7 8 11 28:34 29
14. ნორვიჩი 26 6 11 9 25:40 29
15. საუთჰემპტონი 26 6 9 11 36:45 27
16. ნიუკასლი 26 7 6 13 34:46 27
17. ასტონ ვილა 26 5 9 12 25:50 24
18. რედინგი 26 5 8 13 33:48 23
19. უიგანი 26 5 6 15 30:51 21
20. ქპრ 26 2 11 13 19:41 17
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.135797