ფეხბურთი

16:39 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სისტემის დამტკიცებამდე - ინგლისელი ფეხბურთელი გიბრალტარის ნაკრებში მიდის

19-20 სექტემბერს უეფას კონგრესი გაიმართება ხორვატულ დუბროვნიკში, სადაც ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის სისტემას დაამტკიცებენ. როგორც "მსოფლიო სპორტი" ათი დღის წინათ წერდა, დიდი ალბათობით, 53 ნაკრები 9 ჯგუფში განაწილდება, 2 საუკეთესო და ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი პირდაპირ გავა, ხოლო 8 მესამეადგილოსანი პლეი ოფის გზით გაარკვევს კიდევ 4 გუნდს. სავარაუდოდ, ასე გავა 23 ნაკრები ევროპაზე, სადაც მასპინძელი საფრანგეთი დაემატებათ.

მოკლედ, ეს სისტემა არ შეიცვლება (95 პროცენტით; ასე ვარაუდობენ), თუმცა საბოლოოდ ყოველივე დუბროვნიკში დამტკიცდება. იქვე საბოლოოდ იტყვიან, რის მიხედვით განაწილდებიან გუნდები კალათაში წილისყრამდე, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება ნიცაში.

როგორც იცით, უეფას 54-ე წევრი გიბრალტარი პირველად მიიღებს მონაწილეობას შესარჩევში. ამასთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელეს ბრიტანულმა წყაროებმა: 34 წლის ინგლისელი მცველი დანი ჰიგინბოთემი, სავარაუდოდ, გიბრალტარის ნაკრებში ითამაშებს. ჰიგინბოთემს სურს ამ ნაკრებში თამაში, თანაც, დედა ესპანელი ჰყოლია.

"ჰიგინბოთემი კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში" იწყებდა, თუმცა იქ სამი წლის განმავლობაში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, შემდეგ იყო პრემიერლიგის სხავადასხვა კლუბებში - გიორგი ქინქლაძის თანაგუნდელი გახლდათ "დერბიში". ამჟამად კი კონფერენსლიგის "ჩესტერშია". რა თქმა უნდა, ჰიგინბოთემს ინგლისის ნაკრებში არასოდეს უთამაშია.

 

0.124969