ტურინის “იუვენტუსისა” და ფრანგული პსჟ-ს ყოფილი ნახევარმცველი მომო სისოკო, უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, “მონაკოს” ფეხბურთელი გახდეს.
28 წლის მალის ნაკრების მოთამაშეს, პარიზულ გრანდთან კონტრაქტის ვადა სექტემბერში ამოეწურა და კლუბის ხელმძღვანელობამ მისი გახანგრძლივება არ ისურვა.
ამრიგად, სისოკო თავისუფალი აგენტი გახდა. Lequipe-ს ინფორმაციით, ის უკვე რამდენიმე დღეა “მონაკოსთან” ერთად ვარჯიშობს და უახლოეს დღეებში მასთან კონტრაქტსაც გააფორმებს. მომავალი შეთანხმების ფინანსური მხარეები ჯერჯერობით უცნობი რჩება.
სისოკო, პსჟ-სა და “იუვენტუსის” გარდა, “ვალენსიაში”, “ლივერპულსა” და “ფიორენტინაში” თამაშობდა.