ფეხბურთი

10:50 | 11.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სისე დებიუტისთვის მზადაა

“ბასტიას” ახლადშეძენილი თავდამსხმელი ჯიბრილ სისე პირველ თამაშს სავარაუდოდ დღეს ჩაატარებს, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, სტუმრად, “ვალანსიენის” წინააღმდეგ მატჩში.

32 წლის ფრანგმა ახლახან რუსულ “ყუბანთან” გაწყვიტა კონტრაქტი და “ბასტიასთან” წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გააფორმა. L’Equipe-ის ინფორმაციით, კორსიკულმა კლუბმა სატრანსფერო ფურცელი უკვე მიიღო და ფეხბურთელის ოფიციალურ მატჩში გამოყენების უფლებაც აქვს.

0.115919