ლონდონის “ქუინზ პარკ რეინჯერსმა” 31 წლის ფორვარდ ჯიბრილ სისეს კონტრაქტი გაუწყვიტა. ამის შესახებ BBC იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ფრანგი თავდამსხმელი 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ კლუბში გადასვლას მარტივად შეძლებს. გავრცელებული ინფორმაციით, სისეს ხილვით ფრანგული “მონპელიეა” დაინტერესებული. სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია.
ცნობისათვის, სისე ქპრ-ს 2012 წლის იანვარში შეუერთდა. მან ლონდონელთა მაისურით 29 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი მიითვალა.