ფეხბურთი

18:53 | 2.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სისე “ბასტიაში”

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ჯიბრილ სისე, რომელმაც მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი რუსულ “ყუბანში” გაატარა, კარიერას “ბასტიაში” გააგრძელებს. ამის შესახებ “ბასტიას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, სისემ ფრანგულ კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში პირველი იანვრიდან შევიდა.

32 წლის ფორვარდი “ყუბანში” 2013 წლის ზაფხულში გადავიდა და რუსულ კლუბში ჩატარებულ 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

0.110324